dimanche 11 novembre 2018

ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია (რეფლექსია)


„ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების ინტეგრაცია“

პირველი დღე
 გავეცანით ტრენერს და ერთმანეთს. ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მთავარი მიზანი. ყველა მონაწილემ თავისი საჭიროების მიხედვით გამოთქვა აზრი პროექტის შესახებ. ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის მიდგომებზე და ფასეულობებზე. გავეცანით ტრენინგის ძირითად სახელმძღვანელოს.

მეორე დღე
წინა დღის რეფლეასია. საშინაო დავალების განხილვა. შევადგინეთ დიაგნოსტიკური ტესტი, ჩვენს მიერ მოფიქრებული პროექტის გარშემო. გავეცანით საჯაროდ და განვიხილეთ. ბლუმის ტაქსონომიის განხილვა. 


მესამე დღე
წინა დღის რეფლექსია. საგნობრივ სტანდარტებზე საუბარი, პროექტის მიზნების ჩამოყალიბება და სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა. პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გააზრება და ერთანეთისთვის გაზიარება.


მეოთხე დღე
წინა დღის რეფლექსია. განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზე საუბარი. სახელმძღვანელოზე მუშაობა, კონკრეტულად ერთ-ერთ პროეტის ნიმუშის საქაღალდის განხილვა-გარჩევა-გააზრება. ბლოგზე მუშაობა. პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა Google drive-ში. Powerpoint-ის გაცნობა და პროექტის პრეზენტაციის დახვეწა.


მეხუთე დღე
წინა დღის რეფლექსია. პედაგოგიური პრაქტიკის განხილვა. ინტერნეტ-რესურსების მოძიება, ბლოგზე ატვირთვა. ბლოგზე მუშაობა. მულტიმედია რესურსების მოძიება. ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გაცნობა. Edmodo-ზე მუშაობა. Google drive-ში ტესტის შედგენა. პროექტის ჩარჩოს დაგეგმვა.რეფლექიაზე მუშაობა. 


მეექვსე დღე
წინა დღის რეფლექსია. შეფასების გეგმის გაცნობა და მასზე მუშაობა. მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომების შეფასების სქემის განსაზღვრა. სასწავლო პროექტის გადახედვა.


მეშვიდე დღე
წინა დღის რეფლექსია. სწავლის ტიპების გაცნობა. განმავირებელ შეფასებაზე საუბარი. რესურსების გაცნობა-გამოყენება. მოსწავლეთა დამხმარე მასალების შექმნა. 


მერვე დღე
წინა დღის რეფლექსია. ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტანდარტების განხილვა. ფასილიტაციის რესურსების შექმნა. სასწავლო პროექტის დაგეგმვა. რესურსები სასწავლო პროექტისთვის.


მეცხრე დღე
წინა დღის რეფლექსია. პორტფოლიოს შექმნა. მოსწავლეთა პროექტების დემონსტრირება. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. კურსის შეფასება.